ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-შაშიანი-9თებერვალი

9 თებერვალი, 2021

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ შაშიანში გაიმართა.

საერთო კრებაზე, ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, წყლის ჭაბურღილის აღდგენა და სანიაღვრე არხის მოწესრიგება დაასახელეს.

2021 წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" სოფელ შაშიანისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი.

სოფლის კრება, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით გაიმართა.

გააზიარე