სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - ყიტაანი - 10 თებერვალი
სოფელ ყიტაანში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
სოფლის საერთო კრებაზე, ყიტაანის მოსახლეობამ, პირველ პრიორიტეტად ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხის მოწყობა, ხოლო მეორე საკითხად სავარგულების გზის მოხრეშვა დაასახელა.
2021 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ყიტაანისთვის, გასული წლის მსგავსად, 12 000 ლარია გამოყოფილი.