ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-კახიფარი- 9 თებერვალი

9 თებერვალი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები კახიფარიდან დაიწყო.

ადგილობრივებმა სოფლის საერთო კრებაზე, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, პრიორიტეტად: წყლის რეზერვუარების გაწმენდა, სანიაღვრე არხის მოწესრიგება და სკვერში სათამაშოების მოწყობა დაასახელეს.

წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" სოფელ კახიფარისთვის 10 000 ლარია გამოყოფილი.

კრებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოფლის კრება, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით გაიმართა.

 

გააზიარე