ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" იწყება

17 თებერვალი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება. სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და ადგილობრივები, გასული წლების მსგავსად, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს თავად შეარჩევენ.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებია:

✔სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე-ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);

✔ სარწყავი სისტემები;

✔ სანიაღვრე არხები;

✔ ნაპირსამაგრი სამუშაოები;

✔ გზები და გზისპირა მოსაცდელები;

✔ ხიდები, ცხაური, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები.

✔ გარე განათება.

✔ სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

✔სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

✔ ამბულატორიის შენობები;

✔ სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;

✔ სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

✔ სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;

✔ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

✔ მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 520 000 ლარია გამოყოფლი.

შეხვედრების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

 

გააზიარე