ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

8 თებერვალი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები 9 თებერვლიდან იწყება.

9 თებერვლის შეხვედრების განრიგი ასე გამოიყურება:
12:00 სთ - სოფელი კახიფარი, ეკლესიის ტერიტორია;
12:30 სთ - სოფელი ვაჩნაძიანი, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია;
13:00 სთ - სოფელი კალაური, სოფლის ცენტრი;
13:30 სთ - სოფელი შაშიანი, სოფლის სკვერი;
14:00 - სოფელი ვაზისუბანი, სკვერის ტერიტორია;
14:30 - სოფელი მუკუზანი, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია;
15:00 - სოფელი ზეგაანი, სკვერის ტერიტორია;
15:30 სოფელი ახაშენი, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია;

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტს 520 000 ლარი გამოეყო. მოსახლეობა, ტრადიციულად, თავად აირჩევს პრიორიტეტებს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები, ღია სივრცეში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და არსებული რეგულაციების დაცვით გაიმართება.

გააზიარე