სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - დარჩეთი - 15 თებერვალი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს სოფელ დარჩეთში.
წყლის სათავის რეაბილიტაცია, სკოლის გზის რეაბილიტაცია -რეციკლირება და საბავშვო ბაღის შენობაზე ფანჯრების შეცვლა - ეს ის პრიორიტეტებია რომლებიც ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს, რაზეც პროგრამით გამოყოფილი 16 000 ლარი დაიხარჯება.
სართო კრებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით გაიმართა.