ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - ჭანდარი - 10 თებერვალი

10 თებერვალი, 2021

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს სოფელ ჭანდარში გამართულ შეხვედრაზე.

ადგილობრივებმა სოფლის საერთო კრებაზე, ხმათა უმრავლესობით, პროგრამით გამოყოფილი 20 000 ლარით, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა შეარჩიეს.

სოფლის საერთო კრებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები, ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, მეორე დღეა მიმდინარეობს და ყველა სოფელში გაიმართება.


 

გააზიარე