ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - არაშენდა - 15 თებერვალი

15 თებერვალი, 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ არაშენდის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს.

ადგილობრივებმა საერთო კრებაზე რამდენიმე პრიორიტეტიც შეარჩიეს: საბავშვო ბაღში წყლის რეზერვუარის მონტაჟი, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სავარგულებში ჩასასვლელი გზის რეაბილიტაცია და გზისპირა მოსაცდელის მოწყობა.

წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, არაშენდისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი.

მოსახლეობასთან შეხვედრები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

 

გააზიარე