სოფლების ძირკოკისა და ჭანდრის დამაკავშირებელი გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ძირკოკისა და ჭანდრის დამაკავშირებელი გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით მოასფალტდება 568 მეტრი სიგრძის გზა, მოეწყობა რკინაბეტონის სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები, დაიდგმება საგზაო ნიშნები.
სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 479 000 ლარი დაიხარჯება.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "იმედი დიდუბე" ახორციელებს.