სოფლების ქოდალოსა და დარჩეთის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ქოდალოსა და დარჩეთის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა მოინახულეს.
პროექტის მიხედვით უკვე მოწყობილია სანიაღვრე არხი, ასფალტის საფარი იგება 1026 მეტრი სიგრძის გზაზე, მოეწყობა მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოები მთის ფონდიდან 633 286 ლარით ფინანსდება.