სოფლების ქოდალო-დარჩეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იწყება
სულ მალე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფლების ქოდალო-დარჩეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას დაიწყებს.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია 1026 მეტრი სიგრძის გზაზე, მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელებში, ახალი ასფალტობეტონის საფარის დაგება, ასევე, გზის ორივე მხარეს რკინა-ბეტონის კიუვეტის მოწყობა.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შპს "იმედი დიდუბე" შეასრულებს, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 633 286 ლარი დაიხარჯება.