ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ზეგაანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

13 თებერვალი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით მოასფალტდება გზა, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. ასევე, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი. პროექტზე, ჯამში, 400 000 ლარამდე დაიხარჯება.

სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, შპს “ლაგოდეხავტოგზა” ასრულებს.

 

გააზიარე