ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ველისციხის მოსახლეობას ადგილობრივი პროდუქტებით დაეხმარა

16 April, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები თენგიზ ბალუაშვილი, ადგილობრივებს სურსათით დაეხმარა.  სხვადასხვა სახეობის პროდუქტი, 50 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს გადაეცა, საიდანაც უმეტესობა მარტოხელა მოხუცია. ეს სოფელ ველისციხეში განხორციელებული მეორე საქველმოქმედო აქციაა, რომელიც ადგილობრივის ინიციატივით განხორციელდა.გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენს ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ასეთ რთულ დროს ეხმარება.

გააზიარე