ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ველისციხეში სამედიცინო კარავი მოეწყო.

22 სექტემბერი, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ველისციხეში სამედიცინო კარავი მოაწყო.

 თერმოსკრინინგი დილის 5 საათიდან იწყება და ღამის 12 საათამდე გრძელდება.

სამედიცინო კარავში როგორც ადგილობრივების, ასევე ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დროებით სამუშაოდ ჩამოსული მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ტემპერატურა არავის დაფიქსირებია. უახლოეს მომავალში სამედიცინო კარავში ტესტირების დაწყება იგეგმება.

 

 

გააზიარე