ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

 სოფელ ვეჯინში, "თეფშიაურების" უბნის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

18 მარტი, 2021

 სოფელ ვეჯინში, "თეფშიაურების" უბნის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება გზის 1001 მეტრიანი მონაკვეთი. ამჟამად მიმდინარეობს ეზოებში შესასვლელებისა და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა, რომელიც გადაიხურება ლითონის ცხაურით. დაგეგმილია, საგზაო ნიშნების დადგმა.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციის პროექტი გარდამავალია და ის 2020 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 355 757 ლარია, ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს.

 

გააზიარე