სოფელ ვეჯინში საუბნო გზის რეაბილიტაცია იწყება
სოფელ ვეჯინში შიდა საუბნო გზის, ე.წ. სიბაანთ უბნის, რეაბილიტაცია იწყება.
პროექტის მიხედვით 902 მეტრი სიგრძის გზაზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, შპს "ენ დი როუდი" შეასრულებს.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 639 936 ლარი დაიხარჯება.