სოფელ ვაზისუბანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაცია მთავრდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ვაზისუბანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის მიხედვით მოასფალტდა 850 მეტრი სიგრძის გზა, მოეწყო სანიაღვრე არხი. დაგეგმილია ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება.