ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ შაშიანში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა

27 ივლისი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ა(ა)იპ გურჯაანის სპორტული გაერთიანების და კახეთის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით ტურნირები იმართება.

ამჯერად, სახელოვანი მოჭიდავის, მურად მწარიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი სპორტსმენის მშობლიურ სოფელ შაშიანში ჩატარდა. შეჯიბრი 4 წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში 100 - მდე მოჭიდავე მიიღო მონაწილეობა.

აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, გამარჯვებული თელაველი დავით ბახბახაშვილი, ხოლო 85 წონით კატეგორიაში ახმეტელი გიორგი ახალაური გახდა. მათ ფულად ჯილდოსთან ერთად ჭედილებიც გადაეცათ.

მსგავსი ტურნირების ჩატარება მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც იგეგმება, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის და ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია.

გააზიარე