ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ შაშიანში წყლის ახალი ჭაბურღილი ჩაირთო

2 ივნისი, 2021

სოფელ შაშიანში, ე.წ. რცხილაძეების უბანში, წყლის ახალი ჭაბურღილი ჩაირთო, რომელიც 70 -ზე მეტი ოჯახის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა, შპს " ჰიდროგეომ" შეასრულა, მოეწყო ჭაბურღილი, წყალმომარაგების ქსელი და დამონტაჟდა რეზერვუარები.

ახალი ჭაბურღილის მშენებლობა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, დაფინანსდა, რისთვისაც 240 000 ლარამდე დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 2020-2021 წელს, სოფლების წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის, 20 - მდე ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელი მოეწყო.

გააზიარე