სოფელ მუკუზანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ მუკუზანში, ე.წ ნადირაშვილების უბნის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტი 174 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტებას ითვალისწინებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 68 941 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნული გზით 200-ზე მეტი მუკუზნელი სარგებლობს. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ინფრასქტურქტურა და გზები” ასრულებს.