სოფელ კარდენახში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დასახელებული პრიორიტეტებიდან, კარდენახის მოსახლეობამ სოფელში დარჩენილ უბნებში გარე განათების მოწყობა მოითხოვა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან სოფელ კარდენახზე 20 000 ლარია გამოყოფილი, რომლითაც ე.წ ტეტელოანთ უბანში, ხევისუბანში, “კანტორის” უბანსა და საბაწმინდის ასახვევის მიმდებარე უბანში მოეწობა გარე განათება.