ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ კარდენახში ე.წ. ხევისუბნის ტერიტორიაზე, სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

23 აგვისტო, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ კარდენახში, ე.წ. ხევისუბნის ტერიტორიაზე, სპორტული დარბაზის მშენებლობას ახორციელებს.

 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზის ასაშენებლად, 291 950 ლარი დაიხარჯება.

კარდენახში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მოწყობას, ახალგაზრდები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.

პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ალგი” ასრულებს.

გააზიარე