სოფელ კარდენახში, ე.წ. ნუშების უბანში, გზის მოასფალტება მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება 800 მეტრამდე სიგრძის გზა, რაც სოფლის 4 უბანს: ე.წ. ნუშების, ე.წ. ფოჩიაანთ, ე.წ. ჩახვაანთ უბნებსა და ყოფილ ბავშვთა სახლისკენ მისასვლელ გზებს მოიცავს.
სამუშაოებს შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველო" ასრულებს, რომლის ღირებულება 637 618 ლარია.