სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რომელიც 322 505 ლარით ფინანსდება, შეიცვლება შენობის სახურავი, ამორტიზებული იატაკები და ჩატარდება კოსმეტიკური რემონტი. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული შპს "გუგა 2001" ასრულებს.