სოფელ კალაურში სკოლის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ კალაურში, საჯარო სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 51 240 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს.