ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ კაჭრეთში საგანგებო სიტუაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა

11 მარტი, 2020

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა დასრულდა.
 პროექტის ფარგლებში აშენდა ერთსართულიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუნიციპალური სამსახურის შენობა, სადაც სამი ოთახი მოეწყო შესაბამისი ინვენტარით. უახლოეს მომავალში იგეგმება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ცენტრის ეზოს რეაბილიტაციაც.

კაჭრეთის სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობაზე 119 400 ლარი დაიხარჯა.

გააზიარე