ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

 სოფელ კაჭრეთში წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო

1 April, 2021

 სოფელ კაჭრეთში წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო, საიდანაც წყალი ცენტრალურ, 400 ტონიან, რეზერვუარში ჩაედინება და მოსახლეობა მარაგდება.

ახალი ჭაბურღილის ამუშავების შედეგად სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა, შპს " ჰიდროგეომ" შეასრულა, რისთვისაც 140 000 ლარამდე დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ მალე, წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი განხორციელდება, რომელიც სოფლების - კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის უწყვეტ წყალმომარაგებას უზრუნველსაყოფს. სამუშაოებზე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, ტენდერი გამოცხადებულია.

 


 

გააზიარე