სოფელ ჯიმითში მინი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს
სოფელ ჯიმითში მინი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, შპს "სტარტ + " ასრულებს. პროექტზე 67 499 ლარი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ სპორტული სივრცეების შექმნა და ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა, მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
2020 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 6 სპორტული მოედანი მოეწყო- ველისციხეში,კარდენახში, ვეჯინში, ვაჩნაძიანში და ქალაქ გურჯაანში (ორი სპორტული მოედანი). ასევე, მალე სპორტული მოედნის და სავარჯიშო სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყება სოფელ ახაშენში.