სოფელ გურჯაანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ გურჯაანში, კიდევ ერთი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
რკინა-ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე მიწის მოჭრის სამუშაო მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 130 334 ლარით ფინანსდება.