ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ გურჯაანში 24 საათი წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს

23 სექტემბერი, 2021

სოფელ გურჯაანში, 24 საათიანი წყალმომარაგების მოსაწყობად, სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, მოეწყობა წყალმომარაგების ახალი სისტემა და მოხდება გამრიცხველიანება.

24 საათიანი წყალმომარაგების სისტემების მოწყობა ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში მიმდინარეობს, რისთვისაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 65 538 178 ლარს დახარჯავს.

გააზიარე