ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ჩუმლაყში ხილის ბაზრობა გაიხსნა

17 ივნისი, 2020

 გურჯაანში ატმის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდნენ და მოსავლის რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ. მათ ერთად მოინახულეს სოფელ ჩუმლაყში სპეციალურად მოწყობილი ხილის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი, რომელიც ორი დღეა რაც ფუნქციონირებს.  კორონავირუსის პანდემიიდან და მისი გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, ხილის სადიტრიბუზიო ბაზარში სპეციალური წესები მოქმედებს. ბაზრის ტერიტორიაზე შესვლამდე ყველა სატრანსპორტო საშუალებას უტარდება დეზინფექცია, მძღოლები და ფერმერები კი თერმოსკრინინგს გადიან.  სოლომონ პავლიაშვილი და არჩილ ხანდამაშვილი, ასევე ესტუმრნენ და დაათვალიერეს ხუთი სამაცივრე მეურნეობა, რომელთა მოცულობა 100 - დან 400 ტონამდეა. მათ ფერმერებს და სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს ის რეგულაციები და უსაფრთხოების პროტოკოლი , რომლის მიხედვითაც უნდა წარმართონ საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ სოფელ ჩუმლაყში, მიმდინარე წელს, ხილის წარმოებაში ჩაერთვება 20 სამაცივრე მეურნეობა, რომელთა საერთო მოცულობა 3 200 ტონამდეა. გასულ წელს კი მათი რაოდენობა ცხრას შეადგენდა.

გააზიარე