ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ჩუმლაყში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

გამოქვეყნების თარიღი: 7 May, 2020
დასრულების თარიღი: 7 May, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ საგზაო სამუშაოები კიდევ ერთ სოფელში დაიწყო!  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სოფელ ჩუმლაყში წმინდა მარიამის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.  პროექტის ფარგლებში მოასფალტდება გზა, ეზოებში შესასვლელები და მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, რაზეც 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.  საგზაო სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი 15 " აწარმოებს

.

გააზიარე