სოფელ ჩუმლაყში გზის მოასფალტება მიმდინარეობს
სოფელ ჩუმლაყში საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს. სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ვანო ბერიძიშვილთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს რამაზ ქიტიაშვილთან ერთად, მოინახულა.
სამუშაოების ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება 1645 მეტრი სიგრძის გზაზე და მოეწყობა სანიაღვრე არხი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს "მშენებელი" ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 437 729 ლარი დაიხარჯება.
სოფელ ჩუმლაყში, მიმდინარე წელს, კიდევ ერთი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.