ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. "ქუმსიაშვილების" უბნის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

6 May, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. "ქუმსიაშვილების" უბნის გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1983 მეტრი სიგრძის გზას, მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები და დაიდგმება საგზაო ნიშნები.

სამუშაოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 699 000 ლარით ფინანსდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს "ბახტრიონი-2012" ასრულებს.

გააზიარე