ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ჩუმლაყის ამბულატორიის შენობა რებილიტირდა

5 აგვისტო, 2019

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ამბულატორიის შენობა რეაბილიტირდა.  სამუშაოების ფარგლებში გამოიცვალა ამორტიზებული ფანჯრები, რეაბილიტირდა პაციენტების მოსაცდელი, ექიმების და ექთნების ოთახები. ასევე, მოეწყო სამანიპულაციო ოთახი.  შენობის რეაბილიტაციაზე 14 500 ლარამდე დაიხარჯა.  შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე, სოფლებში: კალაურში, ვაჩნაძიანში, შაშიანში, ბაკურციხეში, ზეგაანში, ზემო კაჭრეთსა და ჭერემში. 

გააზიარე