ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ბაკურციხეში საუბნო გზის და მოედნის მოწყობა დასრულდა

4 ივლისი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია სოფელ ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი 2,5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია და საბავშვო სკვერისა და სპორტული სივრცის მოწყობა.

გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 278 162 ლარით დაფინანსდა, ხოლო სკვერის მოწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 94 590 ლარი დაიხარჯა.

გააზიარე