სოფელ ახაშენში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, რკინიგზის მიმდებარე ე.წ ძულიაშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ორწლიანია, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1693 მეტრი სიგრძის გზას და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.
აღნიშნული გზით 350-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 632 345 ლარით ფინანსდება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ფენიქსი” ასრულებს.