სოფელ ახაშენში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია იწყება
სოფელ ახაშენში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია იწყება.
პროექტის მიხედვით 750 მეტრამდე სიგრძის გზაზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი და მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი.
სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს "ენერჯი გრუპი" შეასრულებს, რისთვისაც 573 000 ლარი დაიხარჯება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.