სოფელ არაშენდაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორცილედება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ არაშენდის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ახორციელებს! პროექტის ფარგლებში შეიცვლება შენობის სახურავი, კარ-ფანჯარა და ჯგუფის ოთახებში გაკეთდება ცენტრალური გათბობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება, რაზეც 155 000 ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "არმან"- ი ასრულებს.