ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოციალური სამსახურის ერთჯერადი ფულადი დახმარების ქვეპროგრამის 3 თვის ანგარიში

11 May, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, ერთჯერადი ფულადი დახმარების ქვეპროგრამით, მიმდინარე წლის 3 თვეში 194 - მა ოჯახმა ისარგებლა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 19 400 ლარი გაიცა.

 ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარების პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ: გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავე დროს მუდმივად მცხოვრებ ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 65 000-დან 100 000 - მდე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახს და ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს.

გააზიარე