ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

შშმ ბავშვებისა და მშობლების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

15 ივნისი, 2021

 ქალაქ გურჯაანის "პაპას ბაღში", შშმ პირთა მშობელთა ასოციაციის და შვეიცარიულ ორგანიზაცია "MTE GEORGIA" პარტნიორობის ფარგლებში, შშმ ბავშვებისა და მშობლების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვას, წინ უძღვოდა ამ ნამუშევრების შექმნის პროცესი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსგავსი აქტივობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე წელია ხორციელდება, რომლის მიზანიც შშმ ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის, დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობაა.

გამოფენა-გაყიდვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

გააზიარე