ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

1 დეკემბერი, 2020

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე "შეძენილი იმუნოდეფიციტური სინდრომის საერთაშორისო დღე".

შეხვედრას ესწრებოდნენ სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ "ნოვატორის" წევრები, საჯარო სკოლების თანამშრომლები და დაინტერესებული პირები.

ონლაინ შეხვედრას ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრის "კახეთი იონის" გენერალური დირექტორი თამარ ცანკაშვილი უძღვებოდა.

აივ ინფექციის შესახებ ცნობიერების ამაღლების შესახებ შეხვედრა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

გააზიარე