შეხვედრა World Vision-ის წარმომადგენლებთან
ქალაქ გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, World Vision საქართველოს წარმომადგენლებმა, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის
მიმართულების გასაძლიერებლად, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას გურჯაანის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და World Vision საქართველოს
თანამშრომლობის ფარგლებში შედგა.