ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

შეხვედრა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან

26 იანვარი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის 18 სოფელში მიმდინარე 24 საათიანი წყალმომარაგების მოწყობის სამუშაოებზე და იქ არსებულ გამოწვევებზე, კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, ისაუბრეს.

სამუშაო შეხვედრას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე