ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

შეხვედრა მიწის რეგისტრაციის საკანონმდებლო ცვლილებებზე

12 ნოემბერი, 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, მიწის რეგისტრაციის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ - კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე - პლატონ კალმახელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერის პირველი მოადგილე - სიმონ ქოჩორაშვილი.  საინფორმაციო შეხვედრას, რომლის მიზანსაც სამიზნე უდიტორიისთვის, მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგეგენდა ასევე, ესწრებოდნენ - სოფლებში მერის წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის დროს, უფრო მარტივად და ეფექტურად შეძლებენ აღნიშნული კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და გავრცელებას.  ცვლილებების მიზანია იმ სირთულეების აღმოფხვრა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. აღნიშნული ცვლილებების შედეგად კი მოსახლეობა მიწას ბარიერების გარეშე დაირეგისტრირებს.  შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა და 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. კანონპროექტების ავტორია იუსტიციის სამინისტრო. რომლის თანახმადაც, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება; იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება. ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

გააზიარე