შაშიანში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ შაშიანში, ამბულატორიის რეაბილიტაციას ახორციელებს.პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება სამი ოთახი და სველი წერტილი. სამუშაოებზე 16 877 ლარი დაიხარჯება. შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის 8 ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.