ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სახელმწიფო პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ქალაქ გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

20 აგვისტო, 2021

სახელმწიფო პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ქალაქ გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, ნონეშვილის ქუჩასთან ერთად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება "პაპას ბაღსა" და "ბებოს ბაღს".

 ქალაქში მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტის წევრ დავით სონღულაშვილთან, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

 „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.


გააზიარე