ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სასკოლო სპარტაკიადის გამარჯვებული ფეხბურთში ვეჯინის გუნდი გახდა

20 April, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარტაკიადის ფარგლებში ტურნირი მინი ფეხბურთში გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

ფინალში ვეჯინის სკოლის გუნდი ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდს დაუპირისპირდა და სპარტაკიადის გამარჯვებული და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური თასის მფლობელი გახდა.

მეორე ადგილზე ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდი, მესამეზე კი სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლა გავიდა.

ფეხბურთელები შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დააჯილდოვა. გუნდებს კი საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ თამაშის დაწყებამდე მონაწილეებს Covid-19 -ის სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩაუტარდათ და ტურნირი ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით გაიმართა.

სასკოლო სპორტული სპარტაკიადა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, კიდევ ხუთ სახეობაში – კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და ჭადრაკში გაიმართება.

 

 

 

გააზიარე