სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა ნახატების გამოფენა გაიმართა
გურჯაანის კულტურის ცენტრმა, ა(ა)იპ გურჯაანის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელების ნახატების გამოფენას უმასპინძლა.
გამოფენას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, პირველი მოადგილე ლერი გელენავა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი დაესწრნენ.
სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა ნახატების გამოფენა 3-8 მარტის დღესასწაულებს მიეძღვნა.