ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სამუსიკო სკოლაში წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა

23 ივნისი, 2022

გურჯაანის სამუსიკო სკოლაში წლის შემაჯამებელი კონცერტი - "მსოფლიო კინო და კლასიკური მუსიკა" გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ "სამუსიკო სკოლების გაერთიანებაში" შემავალი სამუსიკო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. 

კონცერტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მინდორაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ცნობილი ჯაზ ვოკალისტი, ღირსების ორდენის კავალერი, გულიკო ჭანტურაია ესწრებოდნენ. 

გააზიარე